пятница, 16 октября 2009 г.

ბარათების ისტორია

პროექტის სახელი: ”ბარათები”

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ბარათების შექმნის ისტორიას,მათ დანიშნულებას, წერის სტილს, რითაც მოხდება სხვადასხვა შინაარსის ბარათების შედარება, მათი თავისებურებების გამოკვეთა.

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან ბარათების შექმნის ისტორიას, გაიგებენ თუ რამდენი სახის ბარათი არსებობს (მაგ. მოსაწვევი, მისალოცი, საქორწინო, სამადლობელო, ახლა უკვე ელექტრონულიც...)ისწავლიან მისი წერის წესს...

მონაწილეთა ასაკი:5-11,12-14,15-18

ვადები: სასწავლო წლის განმავლობაში

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა შინაარსის ბარათის წერის წესს, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, წერის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება,(მაგ. ოფიციალური და არაოფიციალური ბარათისა და წერილის წერისას გამოსაყენებელი მეთოდები)

მოსალოდნელი შედეგები: სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, წერილები, შეიძენენ წერის უნარ-ჩვევებს. ეცოდინებათ, როგორ იწერება წერილი და ბარათი. შესაძლოა ნახატების, სურათების გამოყენებით თავად შექმნან სასურველი დიზაინის ბარათი დაგაუგზავნონ ერთმანეთს.

სარგებელი სხვებისთვის:ახალგაზრდები იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოპოვებულ ინფორმაციას ბარათების შესახებ,მოხდება კულტურათა ფასეულობების შედარება.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

მონაწილეები სხვა სკოლიდან:

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ქართული. მოსწავლეებს გაუძლიერდებათ სწავლის სურვილი, გაუღრმავდებათ კულტურული კუთვნილების განცდა, ისწავლიან საკუთარი და უცხო კულტურის დაფასებას, ერთმანეთის მოსმენას... ინტერნეტ-პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით. მშობლიური კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასებასა და პატივისცემას.

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა ქუმელაშვილი

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: kumelashvili@gmail.com"

პროექტის ფორუმი

პროექტის ვებ-გვერდი: www.baratebi.blogspot.com